Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705100&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 03 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

პოზიციის მიზანი:

გაყიდვების მენეჯერი ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას დაინტერესებულ მომხმარებლებთან. მართავს უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ საკვანძო ეტაპებს, უზრუნველყოფს გაყიდვების სრული პროცესის გამართულად წარმართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მომხმარებლებთან;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების ჩანიშვნა და მიღება;
** გაყიდვების სრული პროცესის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა;
** ცხელი ხაზით შემოსულ ზარებზე პასუხი, მხოლოდ იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ბინის შეძენის პირობებით არიან დაინტერესებულნი;
** სოციალურ მედიაში დარეგისტრირებულ ლიდებთან კომუნიკაციის წარმოება, ინფორმაციის მიწოდება და მათთან ურთიერთობის გაგრძელება გაყიდვების პროცესის მიხედვით;
** პროგრამაში თითოეულ კლიენტზე სრულყოფილი ბაზის შექმნა და მართვა;
** ბინის ან პროექტის ცვლილებების შეთანხმება და განხორციელება;
** კომპანიაში დადგენილი გაიდლაინების ზედმიწევნით მიყოლა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. უპირატესად ჩაითვლება უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/YmY6roZc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია