Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=705081&print=yes&view=jobs
 
ცნობიერების ამაღლების მასალის დიზაინის/ბეჭდვის მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცნობიერების ამაღლების მასალის დიზაინის/ბეჭდვის მომსახურება
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 03 მარტი / ბოლო ვადა: 10 მარტი
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დახურვის ღონისძიებისათვის ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ტიპის მასალის დამზადების მომსახურების გაწევისთვის.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო მასალების დიზაინი და ბეჭდვა, რომელნიც გამოყენებული იქნება პროექტის დახურვის ღონისძიებაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

1. ბრენდირებული კალამი - Havana -ს სახის, თეთრი, ბეჭდვა 4//4 - რაოდენობა: 120 ცალი;
2. ბრენდირებული ბლოკნოტი - ზომა: A5, მყარი მუყაოს ყდით, ხაზიანი ფურცლებით - რაოდენობა: 70 ცალი;
3. სტიკერი #1 საფოსტო მარკის დიზაინის - აღწერილობა: ფერადი, ჰორიზონტალური, ზომა: 2.5სმ.x1.5სმ., პროექტის ლოგოს ტიპაჟური ნახატი, საჭირო იქნება სამარკო სტიკერის დიზაინის შექმნა - რაოდენობა: 100 ცალი;
4. სტიკერი #2 პროექტის სახელწოდების - აღწერილობა: ფერადი, ჰორიზონტალური, ზომა: 6სმ.x4სმ., საჭირო იქნება სტიკერის დიზაინის შექმნა - რაოდენობა: 100 ცალი;
5. საინფორმაციო ფურცელი #1, პროექტის შედეგებისთვის - აღწერილობა: A4 ზომის, 100 გრამიანი ცარცის ფურცელი, ფერადი, ორივე გვერდზე ბეჭდვა და დიზაინი, ჯამური რაოდენობა: 120 ცალი, ინგლისურ ენოვანი - 40 ცალი, ქართულ ენოვანი - 80 ცალი. ორივე ენოვანი ბუკლეტი იქნება ერთი და იმავე დიზაინისა და შინაარსის.
6. პოსტერები 3 სხვადასხვა სახის - აღწერილობა: A1 ზომის, არაპრიალა სტიკერზე ბეჭდვა 4/0, რაოდენობა - 3 ცალი, საჭირო იქნება დიზაინის შექმნა, სამივე პოსტერი იქნება ერთი შაბლონური დიზაინით განსხვავებული ტექსტებით, ინგლისურ ენოვანი.
7. ბრენდირებული მუყაოს საქაღალდეები - აღწერილობა: A4 ზომის, 300 გრამიანი ცარცის ფურცელი 4/0+ ლამინატი. 1/0 (მატი) + 1ც ჯიბე დაწეპებით, ბრენდირება საჭირო იქნება მხოლოდ თავფურცელზე. რაოდენობა: 70 ცალი.
8. ბროშურა - აღწერილობა: A5 ზომა, 30 გვერდი, საჭირო იქნება დიზაინისა და ბეჭდვის მომსახურება; ბეჭდვა - ფერადი, 150 გრამიანი ცარცის ფურცელი, 4/4 აკინძვა სტეპლერზე. რაოდენობა: 50 ცალი, ინგლისურ ენოვანი.
9. ბრენდირებული მაუსის პადი - აღწერილობა: ლოგოს ბეჭდვა, ზომა: 25x20, რაოდენობა: 40 ცალი;
10. ელექტრონული ბუკლეტის დიზაინი - აღწერილობა: 20 ცალი სხვადასხვა სახის ილუსტრირებული გვერდის მომზადება;
11. სერტიფიკატი - აღწერილობა: ზომა A4/315 გრამი იაპონური ბრისტოლი, რაოდენობა: 30 ცალი.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

შერჩეულმა იურიდიულმა პირმა დაკისრებული ვალდებულებები შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალის შესაბამისად 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

ტენდერში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნა:

** იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს გამოცდილება ვიზუალური მასალების წარმოებისა და ბეჭდვის გამოცდილება;
** იურიდიულ პირს, ვინც შეძლებს შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესაბამისი აკადემიური განათლებითა და გამოცდილებით.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** წამყვანი ექსპერტის და მისი ჯგუფის წევრების რეზიუმე (CV) და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
** ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული პროდუქციისა და მომსახურების ფასი - 45%

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: contact@sos-kd.ge.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ცნობიერების ამაღლების მასალის დიზაინისა და ბეჭდვის მომსახურება". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია