|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.
ძირითადი/სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსები/ეკონომიკა;
** საფინანსო ორგანიზაციაში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ძვირფასი ლითონის (ოქროს) შეფასების მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა.
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სესხის ხელშეკრულებების მომზადება.
** სესხის გაცემის პროცესის მართვა.
** სავალუტე ოპერაციების შესრულება.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარის მქონე;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|