|
დასახელება:
პროფესიული განათლებისა და გადამზადების სერვისის მიმწოდებელი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
ტენდერის პირობები (ToR)
პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სერვისის მიმწოდებელი (ები)
პროექტი: RISE საქართველო: "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" - გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და მიგრანტები. პროექტის დაფინანსებულია ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ.
უფლებამოსილი ორგანო: არბაითერ სამარიტერ ბუნდი საქართველო
სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო, გურია
კონტრაქტის ტიპი: მრავალლოტიანი მომსახურების ხელშეკრულება
სავარაუდო შესრულების პერიოდი: მაქსიმუმ 3 თვე
სამუშაო ენა: ქართული
ინფორმაცია პროექტის შესახებ
RISE პროექტი აძლიერებს მოწყვლად ქალებს და გოგონებს დასავლეთ საქართველოში, გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილები) და მიგრანტ ქალებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს და გოგოებს დაცვის მექანიზმების, თვითდახმარების ჯგუფებისა და ეკონომიკური გაძლიერების საშუალებით. პროფესიული განათლებისა და გადამზადების კომპონენტმა (VET) ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე დაფუძნებული უნარების, და დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რათა შემცირდეს სიდუხჭირე და დამოკიდებულება და შეიქმნას მდგრადი საცხოვრებელი პირობები.
დავალების მიზანი
ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლებისა და სწავლების პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება და სერტიფიცირება, ასევე დასაქმების ან თვითდასაქმების ხელშეწყობა დამსაქმებლებთან აქტიური თანამშრომლობის გზით.
ხარისხი და შედეგი, რომელიც უნდა შეფასდეს და დაფიქსირდეს
** კმაყოფილება და ცოდნის პროგრესი: უნარებზე დაფუძნებული შეფასების ანგარიში თითოეული კურსისთვის; საჭიროების შემთხვევაში - პრე/პოსტ ტესტების შედეგები
** ხელმისაწვდომობის შესაბამისობა: ადგილი და მასალები 100%-ით ხელმისაწვდომი
** დასრულება და სერტიფიკაცია: სერტიფიცირების/დამთავრების მაჩვენებელი (სერტიფიცირების არსებობის შემთხვევაში)
სამუშაოს მოცულობა
მომწოდებელი (ებ)ი უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) სრული პაკეტის სრულყოფილ მიწოდებას, სრულ ციკლში
ბაზრის შესაბამისი სასწავლო გეგმა
** სამიზნე რეგიონების ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული და მოკლევადიანი კურსების შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტანდარტების დაცვა და სერტიფიცირების უზრუნველყოფა აღიარებული სტრუქტურების მიერ
ინკლუზიური პროფესიული ტრენინგის განხორციელება
** უზრუნველყოფილ იქნას გონივრული პირობები (ხელმისაწვდომი სივრცეები, ადვილად წასაკითხი მასალები, მოქნილი გრაფიკი, თეორიული ნაწილის დისტანციურად შეთავაზება იქ, სადაც შესაძლებელია)
შეფასება, სერტიფიცირება და სასწავლო მასალები
** გამოყენებულ იქნას კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება; გაიცეს აღიარებული სერტიფიკატები (სადაც ეს შესაძლებელია)
** პროექტის მენეჯმენტისთვის წარმოდგენილი იქნას საწყისი აღჭურვილობის/ინსტრუმენტების სია შესასყიდად (მათ შორის სპეციფიკაციები და ერთეულის ღირებულება)
დამსაქმებელთა ჩართულობა და დასაქმების ხელშეწყობა
** დამსაქმებელთა აქტიური ჩართულობით დასაქმებისა და თვითდასაქმების მხარდაჭერა
მონიტორინგი, შეფასება და სწავლება
** დასწრების სიების, ტრენინგის ჩანაწერების და შეფასების ჩანაწერების წარმოება
** ბენეფიციარების უკუკავშირის შეგროვება (კურსის შუაში და დასასრულს)
** საჭიროების შემთხვევაში — წინასწარი/შემდგომი შეფასების შედეგები
** ფოტოების შეგროვება (ბენეფიციარების თანხმობით)
მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა
მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე მეთოდოლოგია, რომელშიც აღწერილი იქნება:
** ტრენინგების განრიგის მოქნილი ვარიანტები (საღამოსა და შაბათ-კვირის ჯგუფების ჩათვლით)
** სასწავლო შინაარსის კომბინაცია (თეორიული/პრაქტიკული თანაფარდობა და სამუშაოზე დაფუძნებული გამოცდილება)
** ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ტრენერის ზედამხედველობა, სესიის დაკვირვება, მონაწილეთა უკუკავშირის მექანიზმები, კორექტული გადამზადება)
** მდგრადობის უზრუნველყოფის მიდგომები (თანამშრომლობა მუნიციპალურ სერვისებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, პროფესიულ კოლეჯებთან და დამსაქმებელთა ქსელებთან საქმიანობის გაგრძელებისთვის)
მენეჯმენტი და ანგარიშგება
** ანგარიშგება: ანგარიშების ელექტრონული წარდგენა (ქართულ/ინგლისურ ენაზე), მოიცავს თვიურ პროგრესის მოხსენებებს და საბოლოო ანგარიშს
** შეხვედრები: ASB-ის წარმომადგენლების ორკვირეული ვიზიტები ადგილზე
უსაფრთხოება, დაცვა და ეთიკური ნორმები
** გენდერული ძალადობის მსხვერპლზე ორიენტირებული პროტოკოლები, ინფორმირებული თანხმობა, კონფიდენციალურობა
** ქცევის კოდექსი, მათ შორის სექსუალური ექსპლუატაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია (PSEAH)
** მონაცემთა დაცვა: უსაფრთხო შენახვის სისტემა, შეზღუდული წვდომა, ანონიმური ანგარიშგება
** შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა: უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სესია ყველა მონაწილისთვის; პირველადი დახმარების და საგანგებო შემთხვევების პროცედურები საწვრთნელ ადგილებზე
სერვისის მომწოდებლისთვის აუცილებელი კვალიფიკაციები
** სამართლებრივად რეგისტრირებული იურიდიული პირი, პროფესიული განათლების დაწესებულება, კონსორციუმი ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამისი ტრენინგების მიწოდებაში
** წარმოდგენილი პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
** აღიარებული სერტიფიცირების წარმატებული პრაქტიკა
** შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები, ზრდასრულთა სწავლების კვალიფიკაცია
პროექტის წარდგენის მოთხოვნები
ტექნიკური ნაწილი
** რეგისტრაციის დოკუმენტი
** ორგანიზაციის პორტფოლიო - გამოცდილება აღნიშნულ პროფესიულ განათლებაში (VET) და აღიარებული სერტიფიცირების დამადასტურებელი გამოცდილება
** მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა
** სასწავლო გეგმა - კურსის დასახელება, მასალები, საათები, სტანდარტები, შეფასების მეთოდები
** ჯგუფის შემადგენლობა - რეზიუმეები და როლები - ტრენერები შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრდასრულთა სწავლების კვალიფიკაციით
** დარბაზები და აღჭურვილობა - ტრენინგისთვის განკუთვნილი სივრცეები (მისამართით), ხელმისაწვდომობის მახასიათებლები
** დასაქმების ხელშეწყობა ან თვითდასაქმების მხარდაჭერა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობის სტრატეგია
** 2-3 შესაბამისი რეკომენდაცია ან კონტრაქტის შეჯამება
ფინანსური ნაწილი
** ღირებულებების დეტალური განაწილება თითოეულ ლოტზე, კურსზე და ბენეფიციარზე (ერთეულის ღირებულებები და ჯამური თანხები)
** ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში (GEL) და 0% დღგ-ს გათვალისწინებით
** თუ შეთავაზებულია ფასდაკლებები კომბინირებული პაკეტებისთვის (მაგალითად, რამდენიმე ლოტი/მუნიციპალიტეტი/სერვისი), ისინი გამოყოფილი უნდა იყოს ცალკეულ ხაზებზე
წინადადებების წარმოდგენა დასაშვებია ნებისმიერი ლოტის, მუნიციპალიტეტის ან სერვისის მიხედვით — ცალ-ცალკე ან კომბინირებულად.
თითოეული ლოტის/მუნიციპალიტეტის/სერვისისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური და ფინანსური წინადადება ცალ-ცალკე.
თითოეული ლოტის/მუნიციპალიტეტის/სერვისის შეფასება და შერჩევა მოხდება დამოუკიდებლად.
ASB-მ შესაძლოა ერთსა და იმავე მომწოდებელს მიანიჭოს რამდენიმე ლოტი/მუნიციპალიტეტი/სერვისი, მასზე დაკისრებული ტვირთის და ინტერესთა კონფლიქტის გადამოწმების გათვალისწინებით.
არ არის ნებადართული "ყველაფერი ან არაფერი" ტიპის შეთავაზებები; ნაწილობრივი მინიჭება ASB-ს შეხედულებისამებრ ხდება.
ASB იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი განმარტებები, პრეზენტაციები ან ადგილზე ვიზიტი.
LOT 1 - სილამაზის კურსები
LOT 2 - კერვის კურსები
LOT 3 - ცხობის კურსები/კულინარია
LOT 4 - სტუმართ-მასპინძლობის კურსები
შეფასება
ტექნიკური ნაწილი (70%)
** ორგანიზაციის პორტფოლიო - გამოცდილება შემოთავაზებულ პროფესიულ განათლებაში (VET) და სერტიფიცირების დადასტურებული პრაქტიკა (20%)
** მეთოდოლოგიისა და სამუშაო გეგმის შესაბამისობა და ხარისხი (20%)
** გუნდის კვალიფიკაცია და ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობები (10%)
** ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა (10%)
** დასაქმების ან თვითდასაქმების ხელშეწყობა და დამსაქმებელთან თანამშრომლობის სტრატეგია (10%)
ფინანსური ნაწილი (30%)
** ღირებულება/სარგებლის თანხვედრა და ხარჯთაღრიცხვის სიზუსტე (30%)
კონტრაქტი, გადახდები და საქმიანობის მართვა
** კონტრაქტის ტიპი: მომსახურების კონტრაქტი — თითო ბენეფიციარზე 150 ევრო. ჯამში 100 ბენეფიციარი.
** გადახდის სავარაუდო გრაფიკი: 30% წინასწარი გადახდა და დარჩენილი 70% მომსახურების დასრულების შემდეგ, დამტკიცებული შედეგების საფუძველზე.
** შესრულების მაჩვენებლები: კურსის დასრულება და სერტიფიცირება.
შესაბამისობა და პოლიტიკა
მომწოდებელმა უნდა დაიცვას: ASB-ის ქცევის კოდექსი; სექსუალური ექსპლუატაციის, შევიწროებისა და ძალადობის (PSEAH) პრევენციის პოლიტიკა; მონაცემთა დაცვის სტანდარტები; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის (OSH) წესები; საქართველოს შრომის კოდექსი.
წინადადების წარდგენის ინსტრუქციები
ტენდერში მონაწილე პირებს სთხოვთ, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 20 მარტისა შემდეგ მისამართებზე:
დოლიძის ქ. 2, 2 სართული, 0171, თბილისი, საქართველო
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საქართველოს ოფისი
ან
აჭარის და გურიის რეგიონები:
ლუკა ასათიანის ქუჩა 127, ბათუმი, საქართველო
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საქართველოს ოფისი, ბათუმის ფილიალი
ან
სამეგრელოს და გურიის რეგიონები:
ივლიანე თოდუას ქ. 7, ზუგდიდი, საქართველო
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საქართველოს ოფისი, ზუგდიდი ფილიალი
საკონტაქტო პირი: შოთა ჭარხალაშვილი
** ტელ.: +995 599 502067
** ტენდერის დოკუმენტაციის გაგზავნის შემდეგ, გთხოვთ, გზავნილის ტრეკინგ-ნომერი გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: s.charkhalashvili@asb.ge
კონვერტებზე უნდა იყოს დატანილი შემდეგი წარწერა: "RISE VET - ტენდერში მონაწილე კომპანიის/ბიდერის სახელი - ტექნიკური და ფინანსური წინადადება".
მოთხოვნილი ტენდერის დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს დალუქულ კონვერტებში DHL-ით ან სხვა კურიერული/საფოსტო მომსახურებით. განაცხადები მიიღება მხოლოდ სრულად წარმოდგენილი პაკეტის შემთხვევაში და მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული განაცხადის გამომგზავნის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გახსნილი კონვერტები შერჩევის პროცესში არ განიხილება.
ASB არის თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი და არ ახორციელებს დისკრიმინაციას შერჩევისა და დასაქმების პრაქტიკაში რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, შშმ სტატუსის, გენეტიკური ინფორმაციის, ასაკის, თანამშრომელთა ორგანიზაციაში წევრობის ან სხვა ნიშნების საფუძველზე.
კითხვებისთვის კონტაქტი: t.julukhadze@asb.ge ან b.humeniuk@asb.ge — ტენდერის მიღების ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე. ზემოაღნიშნულ თარიღის შემდეგ გამოგზავნილ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.
მონაცემების საკუთრება და ხილვადობა
ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ყველა სასწავლო მასალა, შეფასება და ანონიმიზებული მონაცემთა ნაკრები ეკუთვნის ASB-ს. ხილვადობა და ბრენდინგი განხორციელდება ASB-ის/დონორის სახელმძღვანელოების შესაბამისად.
|
|
|
|