|
დასახელება:
ასისტენტი გაყიდვების დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
Sakura Properties
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
კომპანია "Sakura Properties", რომელიც საერთაშორისო მეთოდებით მუშაობს მაღალი კლასის უძრავ ქონებაზე, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს გაყიდვების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე ზრდის პერსპექტივით.
მოვალეობები:
** ზარებზე, შეტყობინებებზე პასუხი და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** უძრავი ქონების ბაზების წარმოება (არსებული ინფორმაცია შეგყავთ ბაზებში)
** გუნდის სხვა წევრებისთვის ბაზიდან ინფორმაციის გაზიარება
** ონლაინ პორტალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიება და განთავსება
გეძებთ შენ თუ ხარ:
** კომუნიკაბელური - ახალი ადამიანების გაცნობა და დახმარება შენთვის სიამოვნებაა
** განვითარებაზე ორიენტირებული - გიყვარს ახალი ცოდნის მიღება
** მიზანდასახული - 10-12 თვის შემდეგ შესაძლებლობა გაქვს გახდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროფესიის წარმომადგენელი დაწინაურდე უძრავი ქონების სპეციალისტის პოზიციაზე
** გარკვეული საოფისე პროგრამებში - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** თუ მინიმუმ დამწყებ დონეზე იცი ინგლისური - ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
** განვითარებაზე ორიენტირებული - გიყვარს ახალი ცოდნის მიღება
რას მიიღებ ჩვენი მხრიდან:
** სრულ ტრენინგს გაყიდვების, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობებს და წამახალისებელი ბონუსებს
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** ნამდვილად მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** ანაზღაურებას: თვეში 800 ლარი ფიქსირებული + 5% გაყიდვებიდან (ჩვენი გაყიდვების ასისტენტები პროცენტებით თვეში ადიან (1000-2000 ლარამდე)
** დაზღვევის თანადაფინანსებას
ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sakura.properties/
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1xDgNPlbwWVgoqdxV5MJ-5WTLe4R58PovRyM77fR65gk/edit
|
|
|
|