Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704972&print=yes&view=jobs
 
ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სპორტის, კულტურის, სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

უნივერსიტეტის სტუდენტთა პროგრამის გარეთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების კოორდინაცია, სტუდენტური შემოქმედებისა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, წარმატებულ სპორტსმენ და ხელოვან სტუდენტთა მხარდაჭერა, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებათა ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2);

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 20 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია