Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704923&print=yes&view=jobs
 
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: ედით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
მარკეტინგული კომპანია "ედით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე და ეძებს კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. №3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული და სარეკლამო ტექსტების შექმნა (საიტი, სოციალური მედია, ბლოგი, ბანერები და სხვა).;
** ტექსტების მომზადება ბრენდის ტონალობისა და სტილის შესაბამისად;
** ინფორმაციის მოძიება, თემატიკის კვლევა და სანდო წყაროებზე დაყრდნობა;
** ტექსტების რედაქტირება, კორექტურა და ენობრივი სიზუსტის უზრუნველყოფა.
** თანამშრომლობა გუნდთან და სამუშაოს დროული მიწოდება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
** შემოქმედებითი აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@adit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოფირაითერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია