Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ედით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
მარკეტინგული კომპანია "ედით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე და ეძებს კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. №3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** დიზაინის კონცეფციის შემუშავება და განვითარება;
** ვიზუალური ელემენტების შექმნა და დამზადება;
** ტექნიკური დავალებების შესრულება;
** კლიენტთან კომუნიკაცია და მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირება;
** მარკეტინგული სტანდარტებისა და ბრენდის წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შესრულება და კლიენტთან შეთანხმებული ცვლილებების განხორციელება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
** შემოქმედებითი აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების: Adobe Photoshop და Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სასურველია Adobe InDesign, CorelDraw და სხვა პროგრამების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@adit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე