Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704917&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ზუგდიდში ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი (დღის ცვლები): ორშაბათი-შაბათი: არაუმეტეს 40 საათისა, კვირა - დასვენება
ანაზღაურება: კონკურენტული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე/საზოგადოებრივი ჯანდაცვა);
** სასურველია ერკვეოდეს კვლევების კლინიკურ ნაწილში.
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფი);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თითოეული თანამშრომლის მიერ შიდა სტანდარტით გაწერილი წესების დაცვის მონიტორინგი;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** გამოძახების სერვისის მართვა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული;

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსებს;
** ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებას თანამშრომლისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ გაიაროს ერთთვიანი გადამზადების კურსი მრჩეველის თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია