Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704863&print=yes&view=jobs
 
მძღოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის (მტვირთავი) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ანაზღაურება: პირველი თვე 1200ლ, შემდეგი თვიდან 1400ლ.

თქვენი ძირითადი ფუნქციები:

** მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის დახარისხება შესაბამის ფილიალებში.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის სწორად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კომპანიის ავტომობილს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 291 976

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია