Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704836&print=yes&view=jobs
 
აქტივების ინსპექტირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტივების ინსპექტირების მენეჯერი
მომწოდებელი: ტერა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 02 აპრილი
ტერა ლიზინგში ვეძებთ აქტივების ინსპექტირების მენეჯერს.

ჩვენ შესახებ:

ტერა ლიზინგი ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

ჩვენ ვეძებთ გონიერ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს აქტივების ინსპექტირების მენეჯერის პოზიციაზე და მხარს დაუჭერს სწრაფად მზარდი კომპანიის შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

პოზიციის მოვალეობები:

** აქტივების ინსპექტირება (ტექნიკური შემოწმება) და ინსპექტირების დასკვნის მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების დასტიკერება (აქტივზე საინფორმაციო დაფის დაკვრა)
** დასაკუთრებული აქტივის მოვლა
** სალიზინგო აქტივების გეგმიური ინსპექტირება
** აქტივების ინსპექტორების პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო სატრანსპორტო, მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა. (მექანიკა)

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "აქტივების ინსპექტირების მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერა ლიზინგი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერა ლიზინგში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერა ლიზინგი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია