|
დასახელება:
პრევენციული მომსახურების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
GC-Service
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
"GC-Service" 2019 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენ სპეციალიზებული ვართ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მონტაჟში, რათა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის საიმედო და ეფექტური ქსელის ფუნქციონირება უზრუნველვყოთ. ჩვენი კვალიფიციური გუნდი ინდუსტრიის სტანდარტებისა დაცვით, უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტების მაღალი ხარისხით მონტაჟს.
პოზიციის დასახელება: პრევენციული მომსახურების ინჟინერი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** ობიექტების გეგმიური ინსპექტირება და ტექნიკური დიაგნოსტიკა;
** აღჭურვილობის, ელექტრო და გაგრილების სისტემების შემოწმება და მოვლა;
** პრევენციული სამუშაოების შესრულება და დაზიანებების შეკეთება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (სიმაღლე, ინდუსტრიული უსაფრთხოება)
** ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ა/მანქანის მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე:
m.jmukhadze@gc-service.ge ან დარეკოთ 555 692 592
სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|