|
დასახელება:
სტაჟირება - სოციალური მედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუსრუმი
|
|
გამოქვეყნდა: 02 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს სტაჟირებას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული მედია არხების მართვა;
** პოსტების მომზადება (ქარდები, ვიდეოები) და მათი ვებგვერდებზე განთავსება;
** შესრულებული სამუშაოების შედეგების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიებისა და ტენდენციების მონიტორინგი, პრაქტიკაში მათი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია დამწყებ დონეზე Photoshop-ისა და Adobe Premiere-ის ცოდნა;
** სასურველია ქოფირაითინგის საფუძვლების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 მარტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|