Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704756&print=yes&view=jobs
 
HR ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 02 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 მდე მეტ თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (NET);
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება და განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების პროცესის სრული ადმინისტრირება;
** HR პროგრამაში მუშაობა (მონაცემების შეყვანა, განახლება და კონტროლი);
** საშტატო სტრუქტურის განახლება და მართვა;
** საშტატო ერთეულებში ცვლილებების, გადაადგილებებისა და დამტკიცებების ადმინისტრირება;
** შვებულებების, ბიულეტენებისა და სამუშაო დროის აღრიცხვა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (HR, ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი ან მომიჯნავე სფერო);
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel).

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია