|
დასახელება:
წარმოებაში დამხმარე პერსონალი
|
| მომწოდებელი:
ემერენ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 მარტი
|
შპს "ემერენ გრუპი" აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.
მთავარი მიზანია განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში დამხმარე პერსონალის პოზიციაზე.
მისამართი: ქ.რუსთავი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ხელფასი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის გადარჩევა ხარისხის მიხედვით
** გადარჩეული პროდუქტის კონტეინერებში მოთავსება
** პროდუქტის აწონა
** ეტიკეტირების შესრულება
** ყუთების გადაადგილება და განთავსება სამუშაო პროცესის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** ფიზიკურად დატვირთულ გარემოში მუშაობის მზადყოფნა
** მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|