|
დასახელება:
ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის მთ. სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღალი ღირებულების ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტენდერის ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განსახორციელებლად (როგორც სახელმწიფო შესყიდვისას, ასევე, სპეციალური წესით შესყიდვისას), სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სატენდერო/ელექტრონული პროცედურის დოკუმენტების მომზადება და მათი ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
** გამარტივებული შესყიდვის, (როგორც სახელმწიფო შესყიდვის, ასევე სპეციალური წესის ფარგლებში) ასევე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის განხორციელება.
** საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა, ტენდერის და შესყიდვის ელ. პროცედურის შემთხვევაში შედეგების სატენდერო კომისიისათვის განსახილველად წარდგენა.
** შესყიდვის ობიექტის CPV კლასიფიკატორის მიხედვით მოძიება;
** შესყიდვების პროცესის დროულად და ჯეროვნად უზრუნველყოფის მიზნით, ხელმძღვანელისთვის
დადგენილი ფორმითა და წესით ბაზრის კვლევის შედეგების მიწოდება.
** ელექტრონული, კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებისა და მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება; გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულებიდან, შესყიდვის ობიექტის დამატებითი ტექნიკური აღწერილობისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე ინფორმაციის/დასკვნების გამოთხოვა.
** კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე სათანადო ინფორმაციის წარდგენა (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში - SMP და CTD მოდულები) შესაბამისი ნებართვების მოსაპოვებლად;
** კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის (საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების) წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
** გამარტივებულ შესყიდვაზე საგანგებო ნებართვის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წერილების, მთავრობის განკარგულების პროექტის და მისი თანმხლები დოკუმენტების (მათ შორის, განმარტებითი ბარათის) მოპოვება, მომზადება და გაგზავნა, პასუხის დროული მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** კომპეტენციის ფარგლებში, გენ. დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის/კურატორის, სამსახურის უფროსის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 13.03.2026 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის"
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|