Робота для біженців з України
გაყიდვებისა და ჯავშნების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და ჯავშნების აღმასრულებელი
მომწოდებელი: ინნ ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანია "ინნ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ჯავშნების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა
** ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1800 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან
** პარტნიორების ბაზის დამუშავება კვირის ჭრილში
** ჯავშნის მოთხოვნების დამუშავება, ასახვა სასტუმროს სისტემაში და მათი მონიტორინგი
** გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა და მოლაპარაკების წარმოება პარტნიორებთან, მათ შორის "ოვერბუკინგის" მართვა, რელოკაციის პროცედურების დაცვით
** პასუხისმგებელია დადასტურებული მოთხოვნები სიზუსტით ასახოს სასტუმროს ჯავშნის სისტემაში და აწარმოოს უკუკავშირი, როგორც მომწოდებლებთან ასევე უშუალო ზემდგომ მენეჯერთან.
** თითოეული სასტუმრო ობიექტის ხელმისაწვდომი ოთახების მონიტორინგი ყოველდღიურად
** სასტუმროს ჯავშნის პანელში შეტანილი ჯავშნის სტატუსის მონიტორინგი /განახლება და უკუკავშირი მომწოდებელთან/უშუალო მენეჯერთან
** მენეჯერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისტემაში ჯავშნის შეტანა დადგენილი სტანდარტით
** სისტემაში შეტანილი ჯავშნის შესაბამისად, ინვოისის/ჯავშნის დასტურის გადაგზავნა პარტნიორთან ან უშუალო ზემდგომ მენეჯერთან
** მჭიდრო კავშირი უშუალო მენეჯერთან და გაყიდვების გუნდთან
** კომპანიის პოლისით დადგენილ შეხვედრებში ჩართულობა.
** მჭიდრო კავშირი დეპარტამენტის და სასტუმროს ადგილობრივ გუნდის წევრებთან
** მენეჯმენტის სხვა გონივრული მოთხოვნის შესრულება, კომპეტენციისა და ზემოთხსენებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში
** ელ. ფოსტის მუდმივი მონიტორინგი და ჯავშნების შეყვანა სტანდარტების მიხედვით
** Arrival report-ის შემოწმება (FIT), რომლებიც 48სთ მანძილზე შემოდიან სასტუმროში და შეხსენება გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო ჯგუფების შემთხვევაში 14 დღით ადრე. შაბათ-კვირის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ პარასკევს მიიღოთ ქვითრები, წინააღმდეგ შემთხვევაში პირად შეტყობინებაში უნდა მიიღოთ ქვითარი
** გადახდების ყოველდღიური რეპორტინგი გაყიდვების მენეჯერთან. ექსტრანეტის მიხედვით stay view-დან.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** მინიმუმ 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და ჯავშნების სფეროში (სასტუმრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
** სასტუმროს პროგრამის (OPERA) ჩაითვლება უპირატესობად.
** მოლაპარაკებების უნარი
** პიროვნული თვისებები- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანობა, შრომისუნარიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hroutsource24@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 10 მარტის
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე