Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"ოჯახური" არის ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ოჯახური" აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლობიან წარმოებას.

"ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კომპანიის ბრენდული და კომუნიკაციური სტრატეგიის დაგეგმვა, შესრულება და ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა, ხელმძღვანელობასთან წარდგენა და შემდგომ შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვა და შესრულება;
** ბრენდის იდენტობის შენარჩუნება და ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
** სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, tik-tok);
** ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება;
** საიმიჯო ატრიბუტების და მასალების (POS) დამზადება, სტამბებთან და წარმოებებთან ურთიერთობა;
** სოციალური მედიის საკითხების მართვის კოორდინაცია;
** ფოტო და ვიდეო გადაღების PR/ღონისძიებების დაგეგმვა;
** ვებგვერდის საკითხების მართვა;
** მედია საშუალებებში საინფორმაციო მასალების/სიუჟეტების განთავსების ორგანიზება;
** ბეჭდური მედიის საკითხების მართვა: ჟურნალები, გაზეთები, ბროშურები, ფლაერები და ა.შ.
** ღონისძიებების გახსნის, გამოფენების, ფესტივალების, სოციალური პასუხისმგებლობის აქციების და კორპორატიული ივენთების საკითხებში ჩართულობა და წარდგენა.
** კონკურენტებისა და ქსელების მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საშუალო ან დიდ კომპანიაში);
** კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ბრენდინგსა და პროდუქტის წარდგენაზე მუშაობაში
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარები;
** კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ გარემოს.
** შესაძლებლობას იმუშაოთ მენეჯერულ პოზიციაზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებულ წარმატებულ კომპანიაში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი დღე (შეთანხმებით)
** დასვენება: შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1500-1700 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი 2026 წელი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე