|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, ბაღდათის მუნიციპალიტეტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის აღწერა
ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ფინანსური საქმიანობის სრულ მართვაზე, ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაციაზე, ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და მენეჯმენტისთვის ფინანსური ანალიზის მიწოდებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** წლიური და კვარტალური ბიუჯეტის შედგენა/კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებების (P&L, Cash Flow, Balance Sheet) მომზადება და ანალიზი
** საგადასახადო და აუდიტორულ პროცესებთან კოორდინაცია
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რისკების მართვა
** ფინანსური გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება
** ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია გამოცდილება ფინანსურ სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ძლიერი უნარები
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება)
** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და ლიდერული უნარები
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში)
** კორპორატიულ ბენეფიტებს
** კვება
** ტრანსპორტირება
განაცხადის წარდგენის წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინანსური მენეჯერი".
|
|
|
|