Робота для біженців з України
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Wine Kakheti
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება;
** დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია;
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ, 2-3 წლიანი გამოცდილება, ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები;
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: info@wk.ge

"Wine Kakheti • ვაინ კახეთი" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: http://www.wk.ge/).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე