|
დასახელება:
ადგილობრივი გაყიდვების და ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კორპორაცია ქართული ღვინო
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი გაყიდვების და ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: http://www.cgw.ge/ | https://www.facebook.com/CGW.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ და რეგიონულ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ბრუნვის ზრდაზე მუშაობა
** კომერციული პირობების შეთანხმება (ფასები, ბონუსები, აქციები, თაროს განთავსება)
** ქსელებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და წარმოდგენილობის გაზრდა
** პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგებების მომზადება და KPI-ების შესრულების მონიტორინგი
** ახალი ქსელების მოძიება და ჩართვა
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** კონკურენტული გარემოს ანალიზი
** შიდა დეპარტამენტებთან (ლოგისტიკა, მარკეტინგი, ფინანსები) კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** გაყიდვებში ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების და კომერციული აზროვნების ძლიერი უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაციის გამართული უნარი
** მართვის მოწმობა (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ სარგებელს
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 თებერვალი 2026 წ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|