Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704538&print=yes&view=jobs
 
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
შპს "პატიო-არტი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით (სასურველია სარეკლამო/კრეატიულ სფეროში)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms. Office; Outlook; სასურველია Google Workspace);
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
** მრავალპროფილურ პროექტებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, ბიუჯეტირება, შესრულების კონტროლი და საბოლოო ჩაბარება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი დავალებების ფორმირება;
** შიდა გუნდის (დიზაინერი, კონტენტ მენეჯერი, სოც. მედია სპეციალისტი და სხვ.) კოორდინაცია;
** ვადებისა და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** ანგარიშგების მომზადება და პროექტის შედეგების ანალიზი;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@patioart.ge ან დარეკოთ: 591 92 00 00

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "პროექტ მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია