Робота для біженців з України
ადმინისტრაციულ-ფინანსური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციულ-ფინანსური სპეციალისტი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ-ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ადმინისტრაციული მიმართულება:

** თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების და პირადი საქმეების წარმოება (ხელშეკრულებების, განცხადებების, ბრძანებების, ცნობების, შვებულების ფაილის მომზადება)
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის გადამოწმება, ნამუშევარი საათებისა დათვლა, სამუშაო გრაფიკებთან შესაბამისობის კონტროლი.

ფინანსურ-ანალიტიკური მიმართულება:

** ხელფასების დათვლის პროცესში მონაწილეობა
** სალაროსა და საბანკო ოპერაციების ზედამხედველობა
** ორგანიზაციის ფინანსური ბიუჯეტის შექმნა, მონიტორინგი და ანალიზი
** მიღებული და გასაცემი ფინანსური ვალდებულებების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია: მენეჯმენტი, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება ან მსგავსი)
** გამოცდილება ფინანსურ/ადმინისტრაციულ მენეჯმენტში
** Excel-ის კარგად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** სახელფასო პოლიტიკის, ბონუსებისა და KPI სისტემის შემუშავების გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

ლოკაცია: თბილისი. დ/დიღომი, რამაზის ქ.N28
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: hrvistamedi@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრაციულ-ფინანსური სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე