Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704488&print=yes&view=jobs
 
კონტენტის შემქმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სამუშაოს აღწერა:

პოზიციის სახელი: კონტენტის შემქმნელი
ხელშეკრულების ტიპი: სერვის კონტრაქტი
სამუშაო განაკვეთი: 30 საათი კვირაში (ხუთი დღე, ხუთ-ხუთი საათი)
სამუშაო ადგილი: თ.ერისთავის ქ. #23 / ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაო მიზანი:

კონტენტის შემქმნელი უზრუნველყოფს ხარისხიანი და ემოციურად ძლიერი კონტენტის შექმნას საქართველოს კარიტასის სოციალური მედიისთვის.

კონტენტის შემქმნელი პასუხისმგებელი იქნება პროგრამების, ბენეფიციარების ისტორიებისა, ფანდრაიზინგ კამპანიების და სხვა მიმართულებების ვიზუალური და ტექსტური მასალების მომზადებაზე.

პოზიცია ფოკუსირებულია კონტენტის წარმოებაზე და ეფექტურ თხრობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობადობის ზრდას, ჩართულობასა და დონაციების მოზიდვას.

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, TikTok და საჭიროების შემთხვევაში სხვაც) ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შექმნა
** ბენეფიციარებისა და პროექტების ისტორიების შეგროვება და მომზადება პუბლიკაციისთვის
** მოკლე ვიდეოების გადაღება და მონტაჟი (Reels, ინტერვიუები და სხვა)
** ფოტოების გადაღება და დამუშავება
** მარტივი ვიზუალური მასალების დიზაინი (პოსტები, კარუსელები და სხვა)
** პოსტების ტექსტების მომზადება ორგანიზაციის ტონისა და ღირებულებების შესაბამისად
** ფანდრაიზინგ კამპანიების მხარდაჭერა შემოქმედებითი კონტენტით
** დონაციებზე ორიენტირებული პოსტების და კამპანიების ტექსტების შექმნა, მკაფიო მოქმედების მოწოდებით
** ონლაინ ფანდრაიზინგ კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა აუდიტორიებისთვის (დონორები, პარტნიორები, ფართო საზოგადოება)
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა ამბების, საგანმანათლებლო კონტენტის და კამპანიის გზავნილების გაზიარებით
** გუნდურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება პროგრამის თანამშრომლებთან სწორი ინფორმაციისა და შედეგების შესაგროვებლად
** ძირითადი ეფექტიანობის მეტრიკის (ჩართულობა, მიღწევა, კამპანიის შედეგები) მონიტორინგი და გაუმჯობესების შეთავაზება
** კომუნიკაციების მენეჯერის მხარდაჭერა საქართველოს კარიტასის ციფრულ სივრცეში წარმოჩენაში და ფანდრაიზინგის ეფექტიანობის გასაძლიერებლად
** მოწყვლადი ჯგუფების ეთიკური და ღირსეული წარმოდგენის უზრუნველყოფა
** ვიზუალური და საკომუნიკაციო სტილის ერთიანობის დაცვა
** კომუნიკაციების მენეჯერთან თანამშრომლობა კონტენტის გეგმის შესრულებაში

ზოგადი:

** მენეჯერისთვის დროული ინფორმაციისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა შესაძლო პრობლემებთან, რისკებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** ახალი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვასა და შემუშავებაში მონაწილეობა.
** პროგრამის თანამშრომელთა საერთო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.
** პროგრამის გუნდის აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ წევრად ყოფნა.

უნარები და პიროვნული მახასიათებლები: განათლება და გამოცდილება

აუცილებელი:

** კონტენტის შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ძლიერი წერითი უნარები ქართულ ენაზე
** ვიდეო მონტაჟისა და დიზაინის საბაზისო უნარები (Canva, CapCut, Adobe და სხვა)
** სოციალური მედიის ფორმატებისა და ტენდენციების ცოდნა
** სოციალური თემების საინტერესო ისტორიებად გარდაქმნის უნარი
** მგრძნობელობა ჰუმანიტარული საკითხების მიმართ

სასურველი:

** Copywriter-ად მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი წერითი უნარები ინგლისურ ენაზე
** რუსული და იტალიური ენების ცოდნა
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
** არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** ფოტოგრაფიის ან ვიდეოგრაფიის უნარები
** ფანდრაიზინგ კომუნიკაციის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელი:

** ვადების მკაცრი დაცვის უნარი
** პასუხისმგებლიანი
** კრეატიული
** თვით-განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
** კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: inga.chkheidze@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "კონტენტის შემქმნელის ვაკანსია".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 23.02.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26.02.2026

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 27.02.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19.03.2026

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია