Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Elite Property
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
კომპანია "Elite Property" არის უძრავი ქონების სააგენტო. რომელიც ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს უძრავი ქონების გაყიდვაში.

"Elite Property" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი ცოტნე დადიანის 7
სამუშაო განაკვეთი: 11:00 დან 19:00 მდე შესვენაბა 1 საათი
ანაზღაურება: გამომუშავებით 1000- 5000 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** კლიენტებთან პირდაპირი და დისტანციური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესში შეხვედრების ორგანიზება და ობიექტების პრეზენტაცია;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების დადება;
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და შესრულება;
** ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება;
** რეპორტინგის წარმოება;
** გაყიდვების ალტერნატიული არხების მოძიება;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტების/მომსახურებებისა და კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
** განცხადების ატვირთვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში პოზიციაზე; (უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სააგენტოსთან მუშაობას);
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@eliteproperty.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "Elite Property" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "Elite Property" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე