Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704399&print=yes&view=jobs
 
ბარის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: აურა ფიტნესი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"Aura Fitness" თბილისის პრემიუმ კლასის ფიტნეს სივრცეა. შექმნილი ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, კომფორტსა და პროფესიონალიზმს.

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ვარჯიში იქცევა გამორჩეულ გამოცდილებად — თანამედროვე ინფრასტრუქტურით, დახვეწილი დიზაინით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდით.

ჩვენი მისიაა, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ პირობები, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ბუნებრივად ხდება ცხოვრების ნაწილი.

"აურა ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ბარის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N28, თბილისი.

სამუშაო განრიგი: ცვლების მიხედვით.

** დილის ცვლა: 08:00 საათიდან 15:30 საათამდე;
** საღამოს ცვლა: 15:30 საათიდან 23:00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ბარის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა. პროდუქტის მახასიათებლების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** ფრეშების და ყავის მომზადება;
** ბარის პროდუქტების (წასახემსებლები, საკვები დანამატები და სხვა) გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ბარის პროგრამაში მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო გარემოს სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სასურველია გამოცდილება ბარის/სერვისის სფეროში (პრიორიტეტია ფიტნეს სფერო);
** პროგრამასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტნეს დარბაზის სარგებლობის შესაძლებლობას.

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ბარის პროდუქციის/ასორტიმენტის შესასწავლად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@aurafitness.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " ბარის თანამშრომელი".

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 28 99 99

გისურვებთ წარმატებას!

"აურა ფიტნესისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "აურა ფიტნესის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "აურა ფიტნესის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "აურა ფიტნესში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "აურა ფიტნესს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია