Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704398&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აურა ფიტნესი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"Aura Fitness" თბილისის პრემიუმ კლასის ფიტნეს სივრცეა. შექმნილი ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, კომფორტსა და პროფესიონალიზმს.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ვარჯიში იქცევა გამორჩეულ გამოცდილებად — თანამედროვე ინფრასტრუქტურით, დახვეწილი დიზაინით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდით.

ჩვენი მისიაა, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ პირობები, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ბუნებრივად ხდება ცხოვრების ნაწილი.

"აურა ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N28, თბილისი.

სამუშაო განრიგი: ცვლების მიხედვით

** დილის ცვლა: 08:00 საათიდან 15:30 საათამდე
** საღამოს ცვლა: 15:30 საათიდან 23:00 საათამდე

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი გაყიდვებიდან.

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხის გაცემა;
** დაინტერესებული პირებისთვის კლუბის პირობებისა და დამატებითი სერვისების გაცნობა;
** კლუბის პროგრამაში მონაცემების სრულყოფილად შეყვანა;
** სტუმრების რეგისტრაცია — კლუბში შემოსვლა/გასვლის ადმინისტრირება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მენეჯმენტის გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია — მომხმარებლების მოთხოვნების სწრაფი გადაწყვეტა;
** საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირის მიღება მომხმარებლებისგან და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სასურველია გამოცდილება სერვისის სფეროში (პრიორიტეტია ფიტნეს სფერო);
** საოფისე პროგრამებსა და CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტნეს დარბაზის სარგებლობის შესაძლებლობას.

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ადმინისტრაციული პროცესების/პროგრამის შესასწავლად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@aurafitness.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი".

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 28 99 99

გისურვებთ წარმატებას!

"აურა ფიტნესისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "აურა ფიტნესის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "აურა ფიტნესის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "აურა ფიტნესში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "აურა ფიტნესს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია