|
დასახელება:
მაღაზიათა ქსელის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
შოკოტელა
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
კომპანიის შესახებ:
"Chocotella" - პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
მაღაზიათა ქსელის ეფექტური მართვა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიათა ქსელის ოპერაციული მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ზრდაზე ზრუნვა და ანალიზი;
** მომსახურების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის შედგენა და მართვა;
** მაღაზიების რეგულარული მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** მარაგების მართვა და კონტროლი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა მაღაზიათა ქსელში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@chocotella.ge
|
|
|
|