შპს "Power & Beauty" (follow us on Facebook: profbeauty.ge), რომელიც გახლავთ პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდების: Moroccanoil, Revlon Professional, CND, Orly, Lakme, Janssen Cosmetics, Selective Professional, Gehwol, Kryolan, American Crew, Olaplex, Divaderme, Curaprox, Swissdent, YONKA, Brita, Denman-ის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს კონკურსს ბუღალტრის მოადგილის ვაკანსიაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო დღეები: 4 სამუშაო დღე - 10:00 სთ.დან - 19:00 სთ.მდე
ფუნქცია-მოვალეობების:
** 1C-ში მუშაობა
** ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** საბუღალტრო ოპერაციების წარმოება (დამუშავება - გატარება) საბუღალტრო პროგრამაში;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა, დაარქივება;
** დოკუმენტაციების სიზუსტის მონიტორინგი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაციის კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები);
** Microsoft Word და Excel საბაზისო დონის ცოდნა;
** 1C-ში მუშაობა
დამატებითი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david@powerandbeauty.ge და მიუთითეთ თემა "ბუღალტრის მოადგილე".
|