Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: Lekishvili & Patieshvili
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
შპს "Lekishvili & Patieshvili" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "ლეკიშვილი და პატიეშვილი" წარმოადგენს თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ კომპანიას, რომელიც სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ მხარდაჭერას ქართულ და საერთაშორისო კლიენტებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს კორპორატიულ და კომერციულ სამართალს, საინვესტიციო და სტარტაპ სამართალს, შრომით, საგადასახადო, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალს, ასევე cross-border იურიდიულ მომსახურებებს.

კომპანია აქტიურად მუშაობს:

** საქართველოს ბაზარზე;
** ევროკავშირის ქვეყნებთან;
** ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, მერაბ ალექსიძის ალექსიძის 3
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ანაზღაურება გამომუშავებით/შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება და გაყიდვები
** იურიდიული მომსახურებების აქტიური გაყიდვა საქართველოს, ევროპის და აშშ-ის ბაზრებზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება (კომპანიები, ინვესტორები, სტარტაპები, ფიზიკური პირები);
** B2B და B2C გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** უცხოელი კლიენტების მოზიდვა cross-border იურიდიული სერვისების მიმართულებით;
** საერთაშორისო ბიზნეს ქსელებთან, პროფესიულ პლატფორმებთან და საკონსულტაციო არხებთან მუშაობა;
** inbound და outbound გაყიდვების პროცესების დაგეგმვა და შესრულება.

პრეზენტაცია და მოლაპარაკებები:

** კომპანიის იურიდიული სერვისების პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება (ონლაინ/ოფლაინ);
** მოლაპარაკებების წარმოება ქართულ და უცხოელ კლიენტებთან;
** კომერციული წინადადებების შემუშავება სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია იურისტებთან ერთად;
** კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების გუნდის მართვა:

** გაყიდვების გუნდის წევრების შერჩევა და მათი ხელმძღვანელობა
** გაყიდვების გუნდისათვის დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** გუნდის მოტივაცია, შედეგების შეფასება და KPI-ების განსაზღვრა;
** გაყიდვების შიდა სტანდარტებისა და პროცესების დანერგვა;
** გუნდის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით.

სტრატეგიული და ანალიტიკური ფუნქციები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს, ევროპის და აშშ-ის ბაზრებისთვის;
** ბაზრის კვლევა: კლიენტთა საჭიროებების, ფასების და კონკურენტების ანალიზი;
** მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, სეგმენტაცია და განახლება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის;
** CRM სისტემებთან, სხვა პროგრამულ და გაყიდვების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობა (სასურველია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** განვითარებული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია მაღალ დონეზე (ევროპისა და აშშ-ის ბაზრებთან მუშაობის გამო);
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** იურიდიული, საკონსულტაციო ან პროფესიული სერვისების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება - დამატებითი პლუსი.

სხვა სამუშაო ვალდებულებები:

** სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე / CV - (ფოტოსურათით) და სამოტივაციო წერილი კომპანიის საკონტაქტო ელექტრონულ მისამართზე: Info@Civillaw.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "გაყიდვების უფროსი მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე