|
დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოფისელი
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
ონლაინ მაღაზია ოფისელი http://www.officell.ge აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** მიწოდების სამსახურის მართვა - დაკვეთების მიწოდების პროცესის მართვა;
** მიწოდების სამსახურის პერსონალის მართვა;
** მიწოდების სამსახურის პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, ტრენინგი;
** მიწოდების სამსახურის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
** მიწოდების სამსახურის განვითარება;
** ურთიერთობა მესამე მხარეებთან.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა, ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულებით).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში.
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარების მქონე
საჭირო პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას.
** ახალგაზრდა და დინამიური სამუშაო გარემოს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე). სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
ხელფასი 2000 ლარი.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 14 მარტისა ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge მიუთითეთ ვაკანსია: ლოჯისტიკის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
|
|
|
|