Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704225&print=yes&view=jobs
 
TikTok კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: TikTok კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Studio 9:16
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"Studio 9:16" ეძებს TikTok კონტენტ მენეჯერს.

"Studio 9:16" არის ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის სტუდია, რომელიც ავტორია Tik-Tok პლატფორმების: "22 გრადუსი" და "105", გარდა ამისა, არის საქართველოს ბანკის აუთსორს Tik-Tok სააგენტო.

თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. კონტენტ გუნდთან ერთად შენ შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

რას გააკეთებ შენ:

** ბრიფის მიხედვით, თითოეული ვიდეოს იდეის და სკრიპტის მოფიქრება და გაწერა
** პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები).
** ბრეინსტორმინგებში აქტიური მონაწილეობა.
** გადაღების დროს ლოკაციაზე ყოფნა და გადაღების მეთვალყურეობა.
** მემონტაჟისთვის/გრაფიკოსისთვის მონტაჟის გაიდლაინის შექმნა და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება
** დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.

რა მოგეთხოვება:

** აუცილებელია კონტენტ მენეჯერს გამოცდილება TikTok ვიდეოების მომზადებაში.
** TikTok-ის ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა.
** მუდმივი ზრუნვა ჩამოყალიბებული მიმართულებების განვითარებაზე: როგორც იდეური, ისე კონცეპტუალური.
** თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Slack/Trello).
** საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულები.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით (NET): 2000-3500.
** შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში.
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/Ler7w8z8nURrwakw6
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია