Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704220&print=yes&view=jobs
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: დევნილთა, შრომის, ჯანმრთ. და სოც. დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" აცხადებს კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად (N97763 ღია კონკურსი)

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი იურიდიული;
** უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა - B2;
** კომპიუტერული პროგრამები - (MS office Word, Excel, Power Point და Outlook) კარგ დონეზე ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება - იურისტად მუშაობის 1 წლის გამოცდილება, მათ შორის, სახელშეკრულებო სამართლის, საპროცესო კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული დავების მიმართულებით. ამასთან, სასურველია ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო აღწერილობა მოიცავს:

** სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ყველა სასამართლოში;
** სამინისტროს მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზა, დავის შემთხვევაში პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** სამინისტროს მიერ გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (დადგენილებები, ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება/ექსპერტიზა;
** სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

თანამდებობრივი სარგო: 3200 ლარი

განაცხადები მიიღება 2026 წლის 4 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - https://vacancy.hr.gov.ge

იხ. ბმული: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97763?active=1

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია