Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704207&print=yes&view=jobs
 
მასაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის მასაჟის შესრულება (კლასიკური, რელაქსაციური და სხვ);
** სტუმრის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** სპა-პროცედურების ჩატარება (სქრაბი, შეფუთვა, არომათერაპია და სხვა შესაბამისი სერვისები);
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** გამოყენებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მოწესრიგება და დეზინფექცია.

მოთხოვნები:

** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია