Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704194&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მენეჯერი
მომწოდებელი: აისითი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
icity - საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის ერთ-ერთი ლიდერი.

დამფუძნებლის სტრატეგიული წარმომადგენელი | ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მენეჯერი

ლოკაცია: თბილისი | სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს კომპანიის ზრდის სტრატეგიის შექმნას და მის ეფექტურ განხორციელებას.

ეს არ არის უბრალოდ მენეჯერული პოზიცია.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც აზროვნებს როგორც მეწარმე, მოქმედებს როგორც ოპერაციული ლიდერი და ფიქრობს როგორც სტრატეგი.

ამ როლში თქვენ გახდებით დამფუძნებლების მარჯვენა ხელი თანამშრომელი, ვინც უშუალოდ მონაწილეობს კომპანიის შემოსავლის, მოგებისა და მასშტაბირების მოდელის ფორმირებაში.

ეს პოზიცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც შეუძლია:

** ხედვის გარდაქმნა სისტემად;
** სისტემის - შედეგებად;
** შედეგების - მასშტაბად.

ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც არ ელოდება ინსტრუქციებს, არამედ თავად ქმნის მათ.

თუ თქვენ თავად ქმნით სტრუქტურას, განსაზღვრავთ მიმართულებას და იღებთ პასუხისმგებლობას შედეგზე ჩვენ გელოდებით.

თქვენი მისია იქნება:

** დამფუძნებელთან უშუალო სტრატეგიული პარტნიორობა
** ზრდის ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება და რეალიზაცია
** კომპანიის პროცესების ღრმა ანალიზი და ეფექტიანობის ზრდა
** KPI სისტემების შექმნა, კონტროლი და შედეგებზე ორიენტირებული მართვა
** სტრატეგიული პროექტების ინიცირება და ბოლომდე მიყვანა
** საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** ფლობს ბიზნესის განვითარების ან მენეჯმენტის რეალურ, ხელშესახებ გამოცდილებას
** აზროვნებს სისტემურად და იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს
** ახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნეს ტრენდების სტრატეგიად გარდაქმნას
** კომფორტულად გრძნობს თავს მაღალი პასუხისმგებლობის გარემოში
** ფლობს ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე
** არის აქტიური, დისციპლინირებული და შედეგზე ორიენტირებული

რას მიიღებთ სანაცვლოდ:

** უშუალო გავლენას კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე
** რეალურ მონაწილეობას შემოსავლისა და მოგების ზრდაში
** გარემოს, სადაც შედეგი ფასდება სიტყვებზე მეტად
** სწრაფი პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე მიბმულ ბონუსურ სისტემას

კონკურსი და კადიდატის შერჩევა ჩატარდება შემდეგნაირად:

** მიღებული CV-ების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებების ჩატარება და მოკლე სიის ფორმირება;
** ფინალში გასული კანდიდატები 1 თვიანი შეფასების პერიოდში ჩაერთვებიან ბიზნესის ანალიზში შეისწავლიან კომპანიის სტრუქტურას, პროცესებსა და შესაძლებლობებს და დამფუძნებელთან ერთად განსაზღვრავენ სტრატეგიულ მიზნებს;
** აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ შეირჩევა ერთი კანდიდატი, რომელიც დაიკავებს პოზიციას.

საბოლოო ეტაპი:

** შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდება სტანდარული 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით;
** 3 თვიანი შეფასების პერიოდი. შეფასების პერიოდში ანაზღაურება: 5000 ლარი თვეში, 3 თვის გასვლის შემდოგ ხელფასი დაკორექტირდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არ ხდებით უბრალოდ თანამშრომელი. თქვენ ხდებით პარტნიორი, რომლის გავლენა კომპანიის შემოსავალსა და ზრდაზე პირდაპირ აისახება თქვენს პროფესიულ და ფინანსურ პროგრესზე.

გამოაგზავნეთ CV, founder@icity.ge
სადაც დეტალურად იქნება აღწერილი:

** თქვენი პროფესიული და პიროვნული განვითარების ეტაპები
** მიღებული ცოდნა და რეალური შედეგები
** განხორციელებული პროექტები და თქვენი როლი მათში
** დაურთეთ მოკლე, მაგრამ შინაარსიანი სამოტივაციო წერილი - რატომ ხართ მზად იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ეს პოზიცია მოითხოვს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია