Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704173&print=yes&view=jobs
 
ღონისძიებებისა და კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებებისა და კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაბ ტექნოლოჯის
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"LAB Technologies" - ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell, Lenovo, Cisco, Palo Alto და სხვები. ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ IT ინფრასტრუქტურულ, კიბერუსაფრთხოების და აუთსორსინგის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში: ფინანსები, რითეილი, ჯანდაცვა, ჰოსპიტალიტი, საჯარო სექტორი და სხვა.

ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებებისა და კომუნიკაციების მენეჯერს, რომელიც ჩვენს გუნდს შემოერთდება და გააძლიერებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

ღონისძიებების დაგეგმვა

** ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა და სრული ციკლის მართვა;
** ღონისძიების თემატიკის, და საერთო კონცეფციის შემუშავება;
** ადგილობრივ და უცხოურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და შეთანხმება;
** ღონისძიებისთვის საჭირო საჩუქრებისა და ბრენდირებული ნივთების შერჩევა და მომზადება;
** ღონისძიებების შემდგომი რეპორტინგი.

სოც.მედია და იმეილ მარკეტინგი (მცირე მოცულობით):

** სოციალური ქსელებისთვის ტექსტების მომზადება (თვეში 2-3 ტექსტი);
** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** Email კამპანიების გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზება ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა როგორც წერა ასევე მეტყველება;
** კრეატიული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** წვდომას მოწინავე IT პროდუქტებსა და საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერაზე;
** განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 8 დეი ოფს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული კურსების დაფინანსებას;
** აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე 6 მარტის ჩათვლით: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ღონისძიებებისა და კომუნიკაციების მენეჯერი".

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. IT კომპანია LAB გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია