|
დასახელება:
კონკურსი ექსპერტის შერჩევაზე
|
| მომწოდებელი:
ჰერა XXI
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 08 მარტი
|
ასოციაცია "HERA XXI" აცხადებს კონკურსს ექსპერტის შესარჩევად, საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარების ჩასატარებლად სტუდენტებისთვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თემებზე.
ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:
** საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება სტუდენტებისთვის;
** პრეზენტაციებისა და საგანმანათლებლო მასალების მომზადება შესაბამის თემებზე;
** სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დისკუსიების წარმართვა;
** აუდიტორიის შეკრება/მობილიზება სტუდენტებისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (რეპროდუქციული ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედიცინა, ფსიქოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა);
** რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თემებზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ლექტორის გამოცდილება ან სასწავლო პროცესში ჩართულობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
CV (რეზიუმე)
სამოტივაციო წერილი
საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული ტრენინგების ან ლექციების მოკლე აღწერა/პორტფოლიო
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ განაცხადი მეილზე xxihera@gmail.com, 2026 წლის 8 მარტის ჩათვლით.
ორგანზიაციის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: https://hera-youth.ge/
|
|
|
|