|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
გეო ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
შპს "გეო ჰოლდინგი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული წარმოების საწარმოს ბუღალტრის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@geo-holding.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|