|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიტე
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 მარტი
|
შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
პოზიცია/სფერო: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს აღწერილობა:
დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და სხვა ფასიანი მომსახურების გასხვისებაში (გაყიდვაში) აქტიური მხარდაჭერა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად:
** პოტენციური მყიდველების მოძიება/მიღება, კონსულტირება, საჭიროებების იდენტიფიცირება და პროდუქტის ეფექტური შეთავაზება;
** მონაცემების CRM სისტემაში მართვა და სტატუსების ცვლილება - გაყიდვების ფაზების მიხედვით;
** ობიექტზე ან მის გარეთ პოტენციურ მყიდველებთან, ასევე შუამავლებთან, შეხვედრების ორგანიზება;
** სარეკლამო (ვიდეო რგოლი) და მარკეტინგულ აქტივობებში (შიდა ღონისძიებები, პრეზენტაციები და ა.შ) მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (B2C ან B2B);
** საოფისე პროგრამების (CRM, Excel, Email) ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა (კომუნიკაციის უნარი).
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი თვეში და პლუს ბონუსი (გაყიდული უძრავი ქონების ღირებულებიდან) - კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად: developmentnite@gmail.com (ელფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითეთ: "კონკურსი" ან "მენეჯერი")
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; С/V (ავტობიოგრაფია)
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით დროის მონაკვეთი.
გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
კონტაქტი:
ელფოსტა: developmentnite@gmail.com
მობ: 568 161 111 ან 568 20 11 11
|
|
|
|