Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704099&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება და აღსრულება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი კონტენტის მომზადება ციფრული პლატფორმებისა და სარეკლამო კამპანიებისთვის;
** ვიდეო კონტენტის მომზადების პროცესში ჩართულობა და აღსრულების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედიის არხების (Facebook; TikTok, Instagram, Linkedin) მართვა;
** კონტენტ კალენდრის შექმნა, ქოფის მომზადება და პოსტების განთავსება სოციალური მედიის არხებში;
** პროდუქტის ბრენდების, სიახლეებისა და პროექტების შესახებ ბლოგების მომზადება და კომპანიის საიტზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** ვიდეო კონტენტის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონტენტ კრეატორი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია