|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის მოწყობის და პროექტების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მოწყობის და პროექტების ინჟინრის პოზიციაზე
დასაქმების ადგილი - თბილის, დავით გურამიშვილის 23ა#
დაქვემდებარება - საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ
ანაზღაურება - 1500-2300 ლარი (Net) კომპეტენციის ფარგლებში
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass
დამატებითი მოთხოვნა - კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოპტიკური ქსელის მოწყობის წერტილების აღწერა/აღრიცხვა.
** არსებული კომუნიკაციების (ბოძები, მიწისქვეშა/მიწისზედა კაბელარხები) აღწერა, აზომვა და მონაცემების ასახვა KML/KMZ ფორმატში;
** ოპტიკური ქსელით დასაფარი შენობა-ნაგებობების აღწერა და შეფასება;
** კომუნიკაციების მოწყობის ორგანიზება და სამუშაოების ზედამხედველობა;
** პროექტში ცვლილებების შეტანა მოკვლევის შედეგების საფუძველზე;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
** კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MAP)
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარები/შესაძლებლობები:
** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის მოწყობის და პროექტების ინჟინერი".
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|