|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია გები
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია "გები" წარმოადგენს სარემონტო-სამშენებლო მასალების და ელექტრო მოწყობილობების ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიას: https://gebi.com.ge/
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: გაყიდვების პროცენტი (1000 ლარიდან); შესაძლებელია გაცილებით მეტის გამომუშავება
** ბონუსი: დამოკიდებულია გეგმის შესრულებაზე
** სამუშაო საათები: ცვლებში (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** სამუშაო გარემო: ჰიბრიდული (2 დღე მაღაზიიდან, 3 დღე დისტანციურად)
** სამუშაო იძლევა კარიერული განვითარების ძალიან დიდ შესაძლებლობას
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ასორტიმენტის, ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის სიღრმისეული შესწავლა
** ონლაინ პლატფორმებზე განთავსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია: Facebook, Instagram, Website, MyMarket, WhatsApp, TikTok
** შეტყობინებებზე რეაგირება მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების სკრიპტების დაცვა და პროდუქტის უპირატესობების სწორად წარმოჩენა
** საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო კომუნიკაცია (გადახდები, განვადება, შეკვეთის დეტალები და სხვ.)
** შეკვეთების სისტემაში დაფიქსირება
** ონლაინ შეკვეთების სტატუსის კონტროლი და ლოჯისტიკასთან კოორდინაცია
** მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე
** CRM სისტემის განახლება
** გაყიდვის შემდგომი შეფასებების მიღების მხარდაჭერა
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი
** სხარტი აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სოციალურ ქსელებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება გაყიდვებში - სავალდებულოა
** ტექნიკური ან სამეურნეო პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება / გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
თუ თვლით, რომ მზად ხართ იმუშაოთ შედეგზე ორიენტირებულ გარემოში და გავლენა მოახდინოთ კომპანიის გაყიდვებზე, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: sales@gebi.ge. Subject-ში მიუთითეთ: "გაყიდვების სპეციალისტი".
|
|
|
|