|
დასახელება:
ფსიქიატრი
|
| მომწოდებელი:
ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი" - ნევროლოგიური მიმართულების ამბულატორიული კლინიკა, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინურ სამედიცინო ორგანიზაციას. იგი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ მდიდარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილება ნევროლოგიის, ეპილეფტოლოგიის, ნეიროფსიქოლოგიის, ელექტროფიზიოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის სფეროში.
"ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქიატრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას #83/11
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
** პაციენტის განვითარების და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
** ICD10 კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი დიაგნოზის დასმა;
** პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და მართვა;
** პაციენტისთვის თერაპიული კურსის შერჩევა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს როგორც მოზრდილთა ასევე ბავშვთა სამედიცინო ლიცენზია;
** ნეიროგანვითარებითი დარღვევების ცოდნა;
** ძირითადი სკრინინგ და სადიაგნოსტიკო ტესტების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე უნდა გადმოაგზავნონ ელფოსტაზე: hr@inn.org.ge
|
|
|
|