Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=704047&print=yes&view=jobs
 
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: გიანთი მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"გიანთი მოტორსი" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების სერვის-ცენტრს, რომელიც 2017 წელს დაარსდა და მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია ფართოვდება და შესაბამისად იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც.

ამჯერად ვეძებთ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტს.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** კლიენტის მიღება, საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ნაწილების შეთავაზება;
** კლიენტის მოთხოვნის მიხედვით მარაგების გადამოწმება და შეკვეთის გაფორმება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
** საწყობში არსებული ნაწილების მარაგების პერიოდული კონტროლი. მარაგების შემცირების ან ამოწურვის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება შესყიდვების მენეჯერისთვის;
** კლიენტის მოთხოვნის მიხედვით, ისეთი ნაწილების იდენტიფიცირება, რომელიც კომპანიას არ აქვს შეთავაზებაში. შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება შესყიდვების მენეჯერისთვის;
** კლიენტებთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ნაწილების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული - საბაზისო დონე;
** საოფისე პროგრამებთან საბაზისო მუშაობის უნარი;
** სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი: 09:00-14:00
** სამუშაო ადგილი: ლილოს მიმდებარე ტერიტორია, https://maps.app.goo.gl/7KSpP1eSW3tuWWQ79
** ხელფასი: ხელზე ასაღები 1500 ლარი + ბონუსები
** გახსნილი ვართ ნებისმიერი მოთხოვნისთვის, გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია