Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: IBCCS Georgia
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
** ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე (წერილობითი და ვერბალური)

სამუშაოს აღწერა:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
** ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
** დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
** არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა;
** rs.ge პორტალზე მუშაობა;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა;
** ანგარიშების, რეპორტების მომზადება;
** კომპანიის ბუღალტერის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო საათები: 09:30-18:30

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: m.kachkachashvili@ibccs.tax
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე