|
დასახელება:
სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;
ა) ძირითადი მოვალეობები:
** მობილობის/შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება;
** დეკანისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დიპლომის/დიპლომის დანართის/სერტიფიკატის გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** ფაკულტეტიდან და შესაბამისი სამსახურებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე სტუდენტთა სტატუსის განმსაზღვრელი (სტატუსის შეჩერება/აღდგენა/შეწყვეტა) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად წარმართვის მიზნით ინფორმაციის/დოკუმენტაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვა;
** საკუთარი კომპტენეციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება, ასევე სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება.
ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან ერთ - ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
გ) პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 07 მარტი.
|
|
|
|