|
დასახელება:
მაღაზიის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Megahand
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand", აცხადებს ვაკანსიას ვარკეთილის ფილიალში, მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება 2 დღე, ცვლიანი სამუშაო განრიგი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი
ფუნქცია- მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
** სავაჭრო პროცესის ეფექტური წარმოების კონტროლი და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და მარაგების შევსების დაგეგმვა და კონტროლი;
** პროდუქციის ფასმაჩნებებლების სიზუსტის მუდმივი კონტროლი;
** ფულადი ანგარიშებისა და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** პერსონალის ეფექტური მუშაობის ორგანიზება და სამუშაო დისციპლინის მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მართვა;
** მაღაზიაში ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის, გაყიდვების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე tbl3@m-hand.ru არაუგვიანეს 2026 წლის 23 მარტისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|