Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703970&print=yes&view=jobs
 
მიკრო ბიზნესის ბანკირი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო ბიზნესის ბანკირი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"ტერაბანკის" ქუთაისის ფილიალში მიკრო ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მოლაპარაკებისა და გაყიდვების უნარი
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპლექსური ფინანსური მონაცემებისა და უწყისების ანალიზის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel-ის პროგრამის) მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

** მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** მიკრო და მცირე სეგმენტის სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება და გაცემა
** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. N37
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება: მიკრო ბიზნესის ბანკირი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია