Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის; სამოქმედო გეგმის, ვადების, ბიუჯეტის შემუშავება და კონტროლი;
** მაღაზიის "Offline" საკომუნიკაციო პოლიტიკის აღსრულება დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად;
** კომპანიის საიმიჯო კამპანიების შემუშავება, "Offline" მარკეტინგული მასალის შეკვეთა;
** მაღაზიის შიდა რადიოს კონტენტის შემუშავება და მართვა;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით დაგეგმილი აქციების შემუშავება, კომუნიკაცია კომერციულ დეპარტამენტთან საკომუნიკაციო პროდუქციის შერჩევისთვის და გაყიდვების ეფექტიანობის ანალიზი;
** დიზაინერთან ან/და აუთსორს კომპანიებთან თანამშრომლობა სარეკლამო მასალების მომზადების მიზნით და მომზადებული მასალის მიზნობრივ საკომუნიკაციო არხებში განთავსების უზრუნველყოფა;
** აუთსორს კომპანიისთვის დაკვეთილი სმს-ების კონტენტის ვალიდურობის მონიტორინგი, ხარვეზის შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია და დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
** საკუთარი სავაჭრო ნიშნის (PL) მარკეტინგული პოლიტიკის შემუშავება კომერციულ დეპარტამენტთან ერთად (მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზის შესაბამისად);
** საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ორგანიზება (რეგიონული მასშტაბით);
** სამუშაო აღწერით გაწერილი დავალებების შესრულებისთვის საჭირო პროცედურების დოკუმენტაციის, შემუშავება ;
** ყოველწლიური სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენაში ჩართულობა;
** საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის (ფინანსური, კომერციული) მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში);
** მსგავს პროფესიულ სფეროში მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint); სპეციაფიური პროფესიული პროგრამები;
** ინგლისური ენის ცოდნა;

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 მარტი, 2026 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე