|
დასახელება:
ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელის სპლაისერი
|
| მომწოდებელი:
Georgian AirLink
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელის სპლაისერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელების სპლაისინგი (Fusion Splicing / Mechanical Splicing);
** ოპტიკური ქსელის მონტაჟი, კონფიგურაცია და დაზიანებების აღმოფხვრა;
** ბოჭკოვანი ხაზების ტესტირება და სიგნალის დანაკარგის გაზომვა შესაბამისი აპარატურის გამოყენებით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელების სფეროში (სასურველია);
** სპლაისერის აპარატთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საჭირო სამუშაო ინვენტარსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
** Fitpass-ს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@airlink.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|